Home
Category
TV Live Menu

"ნოდარ ჯავახიშვილი საზოგადოებაში ამაყად დადიოდა "ლარის მამის" სტატუსით და ბატონი გოცირიძე "ალ კუპონეს" სახელით"

582f16bc6bc73
BM.GE
18.11.16 18:53
1660
„ნოდარ ჯავახიშვილი საზოგადოებაში ძალიან ამაყად დადიოდა „ლარის მამის“ სტატუსით და ბატონი გოცირიძე „ალ კუპონეს“ სახელით“,- ამის შესახებ ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. ასე უპასუხა ჯავახიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს, რომელმაც დღეს პარლამენტის სხდომაზე კუპონზე საუბრისას განაცხადა, რომ კუპონის პრობლემა ნოდარ ჯავახიშვილის ბრალი იყო, რამდენადაც ის იყო ეროვნული ბანკის ცუდი პრეზიდენტი.

„ძალიან საინტერესო შეკითხვაა იმისთვის, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა ამ შეკითხვას უპასუხოს“,- აღნიშნა ჯავახიშვილმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში, როდესაც მას გოცირიძეს განცხადების კომენტირება სთხოვეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day