Home
Category
TV Live Menu

ნოდარ ხადური: ანაბრებზე, რა თქმა უნდა, მაქვს ლარიც და დოლარიც, სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს

579242184ebf9
BM.GE
22.07.16 19:54
1493
"ანაბრებზე, რა თქმა უნდა, მაქვს ლარიც და დოლარიც, სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა, დეპოზიტი და სესხი, სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალია.

"მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში და ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე. მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, გითხრათ და გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარებია. ყველა, დეპოზიტიც და სესხიც, სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. ზოგადად საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day