ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეიცვალოს. როგორც "ბიზნესკონტატქის" კითხვაზე მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ საკიტხზე მუშაობა მიმდინარეოს და დაზუსტებულ მონაცემებს ფინანსთა სამინისტრო გამოაქვეყნებს.
"ვმუშაობთ ამ საკითხზე, მათ შორის სავალუტო ფონდთან ერთად. შარშან 3,8% იყო ბიუჯეტის დეფიციტი. ჩვენ განვახორციელეთ ღონისძიებები. მათ შორის თქვენ იცით, რომ სესხი ავიღეთ თბილისის ავტობუსების პროექტისთვის, რაც თავიდან არ გვქონდა გათვალისწინებული. დაზუსტებულ მონაცემებს სამინისტრო გამოაქვეყნებს. ეს თბილისის ავტობუსების ცუდი მდგომარეობით იყო გამოწვეული. ტენდერი გამოცხადებულია და ჩვენ მოვაწერეთ ხელი EBRD-თან სასეხო ხელშეკრულებას", - განაცხადა ხადურმა.