Home
Category
TV Live Menu

ნოდარ ხადური: მნიშვნელოვანია ტელესივრცეში ისეთი გადაცემის არსებობა, როგორიც "ბიზნესკონტაქტია"

574ff27148f53
BM.GE
02.06.16 12:45
1157
მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
 
"ზოგადად ტელესივრცეში, მნიშვნელოვანია ისეთი გადაცემების არსებობა, როგორიც არის "ბიზნესკონტაქტი", გადაცემა, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რაც უდაოდ მნიშვნელოვანია. მე ვიცნობ ძალიან ბევრ პროფესიონალს ამ გუნდში და ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. სამწუხაროა, რომ მენეჯმენტს შორის პრობლემებია. იმედი მაქვს რომ ეს პრობლემები არ მოახდენს გავლენას გადაცემაზე და გადაცემა გააგრძელებს მუშაობას, გააგრძელებს ძალიან ობიექტურად და მაღალკვალიფიციურად. იმედია, რომ ბიზნესკონტაქტი და ფინანსთა სამინისტრო ითანამშრომლებენ ბევრი მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მხარდაჭერისთვის ყველა პირს მადლობას უხდის.

Subscribe to our news

Get the main news of the day