Home
Category
TV Live Menu

ნოდარ ხადური: საქართველოს პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ ლუდის აქციზის ბუნება შეიცვალოს

57fc8a59b1c7d
BM.GE
11.10.16 10:42
1195
"საქართველოს პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ ლუდის აქციზის ბუნება შეიცვალოს“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, თუმცა კითხვაზე გულისხმობს თუ არა ეს აქციზური განაკვეთის შემცირებას, ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა, პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა.

"ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს იმას რომ პრინციპში უნდა შეიცვალოს ლუდის აქციზი. განაკვეთზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, რადგან განაკვეთი არის სხვა მსჯელობის საგანი. მაგრამ ის რომ ლუდზე აქციზი იქნება ალკოჰოლის შემცველობით და მისი სიმკვრივით ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია და საქართველოს პარლამენტს მივმართავთ თხოვნით რომ აქციზის ბუნება შეიცვალოს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზის განაკვეთი გასული წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის განაკვეთის გადახედვის საკითხი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დღემდე დგას, თუმცა როგორ და როდის შეიცვლება მისი დაანგარიშების სტრუქტურა ჯერჯერობით უცნობია. ბიზნესი ამბობს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდის მიზეზით შემცირებული გაყიდვების გამო ინდუსტრიამ ვერ მიიღო ის შემოსავლები რაც დაგეგმილი ჰქონდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day