ნოდარ ხადური ტაქსი 200 200-ისა და Yandex ტაქსის შორის დავის საკითხს გამოეხმაურა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყებამ ტაქსით მომსახურების კომპანიას საკუთარი საჩივის დაზუსტებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი სამუშაოები, დავუკავშირდით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს და ჩვენ შევისწავლით საკიტხს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით რაც გააჩნია კონკურენციის სააგენტოს.
მე პირადად არ ვსარგებლობ იანდექს ტაქსის მომსახურებით", - განაცხადა ხადურმა.