Home
Category
TV Live Menu

ნოემბერში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა

585d3d19b2b87
BM.GE
23.12.16 19:02
1109
პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 28.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day