Home
Category
TV Live Menu

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაიზარდა

585279d4f11d5
BM.GE
15.12.16 15:10
991
ნოემბერში საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 142 ლარი და 90 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 1,1 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კი 3,9 ლარით შემცირებული.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 161,4 ლარს შეადგენს, ხოლო საშუალო ოჯახი საარსებო მინიმუმი კი 270 ლარს.

რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, - ორსულიანი ოჯახის საარებო მინიმუმი 228 ლარს შეადგენს, სამსულიანის 257 ლარს, ოთხსულიანის კი 285 ლარს. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარია.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

Subscribe to our news

Get the main news of the day