Home
Category
TV Live Menu

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0,2% შეადგინა

58411f8e91fc0
BM.GE
02.12.16 11:15
1051
2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2 პროცენტი);

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი).


Subscribe to our news

Get the main news of the day