ნორვეგია ფინეთს მთას აჩუქებს. გამოცემ The Guardian წერს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით მომავალ წელს ნორვეგია ფინეთს მტას გადასცემს.
"არის რამდენიმე სირთულე ფორმალობასთან დაკავშირებით და ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა ჩვენ განვიხილავთ მას“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
ჰალდიტსოჰკატი, 1365 მეტრის სიმაღლისაა. მყინვარს ორი პიკი აქვს, აქედან ერთი ფინეთში, ერთი კი ნორვეგიაში მდებარეობს. სწორედ აღნიშნული პიკის ჩუქებაზეა საუბარი.
მთის ჩუქებაზე პირველად გასულ წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტმა განაცხადა.