Home
Category
TV Live Menu

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყის გაჩეხვა სრულად კანონით აკრძალა

575d46183ff7b
BM.GE
12.06.16 15:18
1439
ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ტყის გაჩეხვის შედეგად მიღებულ პროდუქტებზე უარს ამბობს.
 
ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, ტყის გაჩეხვა სრულად იკრძალება სახელმწიფო შესყიდვების დროსაც. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის პარლამენტი მხარს აღარ დაუჭერს მთავრობასა და კერძო კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად ტყის მასივის გაჩეხვას მოითხოვს.

დღეს ძალიან ბევრი პროდუქტია, რომლებიც ტყის გაჩეხვის შედეგად მიიღება, მათ შორის საკვებიც. ნორვეგიის მთავრობა კი ამიერიდან აღნიშნულ პროდუქტებს აღარ შეიძენს, მათ შორის სოიოსა და პალმის ზეთს. 

ნორვეგიის მთავრობა მსოფლიოში ტყის მასივის გაჩეხვის შემცირებას წლებია მხარს უჭერს და ამ მიზნით მან მხოლოდ ბრაზილიასა და ტანზანიაში 214 მილიონი დოლარი დახარჯა.

Subscribe to our news

Get the main news of the day