Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ნოვა”-ს 16 წელი საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე

BM.GE
24.10.22 00:34
177
საკუთარი თავის ამარა დაწყებული ბიზნესი როგორც ეს წლების წინ მანანა მანგალაძემ Forbes კვირას მაყურებლისთვის საქმიანების ისტორიისას ,,ნოვას“ ისტორიას დაარქვა 8 ნოემბერს კიდევ ერთ დაბადების დღეს აღნიშნავს. დამფუძნებლების სოფლებში სახელწოდებებით შექმნილი სახელი ნოვა დღეს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც კარგად ცნობილი ბრენდია, რომელიც ზრდა-გაფართოვებას არც ერთ ეტაპზე არ აჩერებს. რამდენიმე დღეში უკვე 16 წლის კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია და რამდენიმე ასეულ ქართულ პროდუქტს აწარმოებს.

მხოლოდ წელს 3 ახალი ფილიალი გახსნეს და მეოთხეც გზაშია. ეს მხოლოდ წლევანდელი ნამატია, თუმცა კომპანია ამ 16 წელში კარგად გაზრდილი და სრულად შეცვლილია მათ შორის იმ ჩანაფიქრთან შედარებით რაც წლების წინ მეგობრების ერთობლივი საქმით დაიწყო. როგორია 16 წლის ,,ნოვა“ დღეს - ამ ამბით დავიწყებ ზვიად აბულაძესთან საუბარს, რომელიც Forbes კვირას სტუდიაში შემომიერთდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day