ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების საფუძველზე, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მოქმედ ვალუტის გადამცვლელ ყველა პუნქტს დახურავენ. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, სავალუტო ოპერაციები მხოლოდ საბანკო მომსახურების ცენტრებში, ფინანსური ინსტიტუტების ფილიალებსა და საკრედიტო ორგანიზაციების სათაო ოფისებში განხორციელდება. მოსახლეობა ვალუტის გადაცვლას მხოლოდ აღნიშნულ დაწესებულებებში შეძლებს. მსგავსი გარიგების განხორციელება სხვა დაწესებულებებში უკანონოდ ჩაითვლება, როგორც მყიდველისთვის, ისე - გამყიდველისთვის. როგორც გამოცემა იუწყება, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ, ტაჯიკეთის პარლამენტის ოფიციალურ პირებს, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშების ქონა აეკრძალათ.