Home
Category
TV Live Menu

OECD-ის ქვეყნებში ყველაზე მეტ ქარის ენერგიას დანია გამოიმუშავებს

598c2d49edd5d
BM.GE
10.08.17 13:50
876
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის ქარის ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით დანია ლიდერობს. ქვეყანა განახლებადი ენერგიის წყაროებით უსაფრთხო ენერგომომარაგებას ეწევა. დანია ამ კუთხით მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის მაგალითია, რადგან უპირატესობას მწვანე პოლიტიკას ანიჭებს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტ ქარის ენერგიას გამოიმუშავებენ მოხვდნენ: შვედეთი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ბელგია, ჰოლანდია და კანადა.

OECD-ისა და ორგანიზაცია Danmarks Statistik-ის მონაცემებით, დანიის ქარის ელექტროსადგურის ტურბინები ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 2,300 კვტსთ-ზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე შვედეთში, რომელსაც აღნიშნულ სიაში მეორე ადგილი უკავია.

დანიას ამ მიმართულებით მსოფლიოს რეკორდიც აქვს დამყარებული. 2015-2016 წლებში ქვეყანის ელექტროენერგიის 42% ქარის ენერგიით იყო უზრუნველყოფილი. დანია გეგმავს, რომ 2050 წლისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის 50% ქარის სადგურებიდან მიიღოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day