Home
Category
TV Live Menu

"ოფისის აფთიაქი ივნისში მაისთან შედარებით 3 ლარით გაძვირდა"

578c8a932fda7
BM.GE
18.07.16 11:50
1067
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფის აფთიაქების სიისა და ფასების გამოქვეყნებას. ამჯერად ორგანიზაციამ შეისწავლა ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი და ის ამავე აფთიაქის წინა თვის ღირებულებას შეადარა.

მაისის თვის მონაცემებით, ოფისის აფთიაქის შევსება 89 ლარი, ივნისის თვეში კი 92 ლარი ღირდა. აფთიაქის ღირებულების მცირედი ცვლილება რამდენიმე მედიკამენტის ფასის ზრდამ გამოიწვია. კონკრეტულად კი, ამბროქსოლის ფასი მაისში იყო 0.85 ლარი, ივნისში კი 0.95 ლარი გახდა; გაიზარდა ნიტროგლიცერინის ფასი 10 თეთრით და მისი ღირებულება 0.85 ლარის ნაცვლად 0.95 ლარი გახდა. გაიზარდა კეტოროლაკის ფასიც 2.22 ლარამდე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის მიწოდებას.







Subscribe to our news

Get the main news of the day