Home
Category
TV Live Menu

"ოჯახის აფთიაქის შევსება ივლისში 3 ლარით უფრო ძვირია"

57b2fa87bf953
BM.GE
16.08.16 15:31
1015
ჯანდაცვის პლატფორმა ივლისის ფანასკერტელის აფთიაქის სერიის გამოქვეყნებას აგრძელებს. ჩვილის, ბავშვის, პირველადი დახმარების, ოფისის აფთიაქების შემდეგ ორგანიზაცია ოჯახის აფთიაქის შესავსებად საჭირო მედიკამენტების სიასა და ივლისის თვეში დაფისქირებულ ფასებს აქვეყნებს.

დაკვირვების შედეგად, რომელიც ივლისის თვეში მიმდინარეობდა, ოჯახის აფთიაქის შევსება 104 ლარის ნაცვალდ 107 ლარად იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში შესწავლილი იყო 8 ანტისეპტიკური საშუალების, 5 აქსესუარის და 18 მედიკამენტის ფასი, საიდანაც დადგინდა რომ საერთო ჯამში, წინა თვესთან შედარებით, მედიკამენტებზე, აქსესუარებზე და ანტისეპტიკურ საშუალებებზე ფასი გაზრდილია 3 ლარით.

მედიკამენტების კონკრეტული სიის და ფასის ნახვა შესაძლოა ცხრილის სახით.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქების სერიას მარტის თვიდან აქვეყნებს. ფანასკერტელის აფთიაქებში შედის ისეთი ჯგუფის აფთიაქები როგორიცაა: ჩვილის, ბავშვის, პირველადი დახმარების, ოჯახის, ოფისის, მძღოლის, აგარაკის, ტურისტის.

Subscribe to our news

Get the main news of the day