სუნელების მწარმოებელი კომპანია "ოჯახური" საწარმოს მშენებლობას გეგმავს.
კომპანია "ოჯახურის" დირექტორის მოადგილე ლერი კიპაროიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მცირე საწარმოს ან მცხეთის ან ორხევის ტერიტორიაზე მოაწყობენ. ლერი კიპაროიძე ვარაუდობს, რომ პროექტისთვის 150 ათასი ლარი დასჭირდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათს პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ მცირე ფართის გამო ვერ ახერხებენ დიდ მასშტაბებზე გასვლას და ასორტიმენტის ზრდას. ამჟამად საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.
კომპანია "ოჯახურს" ნედლეული საქართველოს რეგიონებიდან აქვს, არატრადიციულ სანელებლები კი უცხო ქვეყნებიდან ჩამოაქვს.
გაფართოების გარდა, კომპანია ასტორიმენტის გაზრდას სხვა მიმართულბითაც გეგმავს. მაგალითად, აპირებენ ვაკუუმში დააფასოონ და გაყიდონ მოხარშული ჭარხალი, ან მზა ბაჟე.
ლერი კიპაროიძე ამბობს, რომ გაფართოებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც საწარმო ამუშავდება.