Home
Category
TV Live Menu

"ომალოს, ზემო იმერეთი-რაჭის და საირმე-აბასთუმნის მიმართულებით გზების მშენებლობა ზაფხულში დაიწყება"

58aef0ffd76ca
BM.GE
23.02.17 18:23
1030
"სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, 22 პროექტი დაპროექტების სტადიაშია და ისინი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს", - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განაცხადა.

"ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, ამ მასშტაბის და ამდენი პროექტი ერთდროულად გზების დეპარტამენტს არასდროს გაუკეთებია. ის რესურსი, რაც სამინისტროს და ჩვენს დეპარტამენტს აქვს მთლიანად გამოყენებული და ჩართულია იმაში, რომ აღნიშნული პროექტები რაც შეიძლება მალე და ხარისხიანად განხორციელდეს", - ამბობს სეთურიძე და აღნიშნავს, რომ ყველა პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა დაახლოებით 20%-ია.

"მინდა ოთხი გზა გამოვყო, ეს არის სნო-ომალო ფშაველის გზა, ზემო იმერეთი-რაჭის გზა, საირმე-აბასთუმნის გზა და სვანეთის გზა. ამ პროექტებს მთლიანად ბიუჯეტი აფინანსებს. მეტიც, ომალოს და ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით და ასევე საირმე-აბასთუმნის მიმართულებით, გზების ქვედა სექციების მშენებლობა უკვე წელს ზაფხულში დაიწყება", - განაცხადა სეთურიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day