Home
Category
TV Live Menu

ომარ ნიშნიანიძე ახალ თანამდებობაზე: ბუნებაში გაზრდლი ვარ და ამასთან ახლოს ვეძებდი

589c26faa91d7
BM.GE
09.02.17 12:21
1034
ომარ ნიშნიანიძე მყარი ნარჩენების კომპანიაში კონსულტანტად დანიშვნის შემდეგ საკუთარ გეგმებზე ბიზნესკონტრაქტთან საუბრობს. როგორც ნიშნიანიძე განმარტავს, ის აპირებს ახალი კონცეფციებისა და ხედვების შემუშავებას რეგიონში ნაგავსაყრელების მოწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიშნიანიძის განცხადებით, არსებული ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს და მის ადგილას ევროპული სტანდარტის ნაგავსაყრელები უნდა გაკეთდეს.

"მე გარემოს დაცვის კომიტეტში ვიყავი, თავმჯდომარის მოადგილეც ვიყავი, ბუნების დამცველი ვარ, გარემოს დამცველი ვარ, ბუნებით ვარ ასეთი ბავშვობიდანვე, ბუნებაში გაზრდლი ვარ და ამასთან ახლოს ვეძებდი, გარემოს დაცვის სამინისტროში ან ინფრასტრუქტურაში, - რაც ამ სისუფთავეს, სიკოხტავეს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობა. ეს ვარჩიე. იყო სხვა შემოთავაზებები, უფრო სწორად მე ვეძებდი

კურატორობა, მრჩევლობა მყარი ნარჩენების კუთხით, მოიცავს ახალ კონცეფციებს. არსებული ყველა უნდა დაიხუროს, რომელიც მართლა ნაგვის ბუდეებია და დასავლური სტანდარტის ნაგავსაყრელები უნდა აშენდეს, რომელიც უსაფრთხო იქნება გარემოსთვისაც და ადამიანებისთვისაც, - ესაა ჩემი ხედვა", - აცხადებს ნიშნიანიძე.

ომარ ნიშნიანიძე "მყარი ნარჩენების მართვის" კომპანიაში კონსულტანტად დაინიშნა

Subscribe to our news

Get the main news of the day