OneApp - სამუშაოს ძიების პლატფორმა, რომელიც 500 Georgia-ში მონაწილეობს
31.05.23 10:44
OneApp უზბეკეთში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის პარტნიორობით, საქართველოში გამართულ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას შეუერთდა. OneApp-ის მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს მარტივი და ეფექტური პლატფორმის მეშვეობით სამსახურის სწრაფად მოძიებაში დაეხმაროს.