Home
Category
TV Live Menu

"ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება"

5975d74664071
სალომე მეცხვარიშვილი
24.07.17 15:25
1269
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ფერი" ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.

"საქმის კურსთან" საუბრისას კომპანია "ფერის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვას, სავარაუდოდ, სექტემბერში აიღებენ, მშენებლობა კი ოქტომბერში დაიწყება.

კომპანიის აღმასრულებელი განმარტავს, რომ კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day