Home
Category
TV Live Menu

ონლაინ მედია, სადაც საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი რეკლამა განთავსდა

5a3ccf59e51f3
BM.GE
22.12.17 13:21
1133
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ონლაინ მედიის მიმართულებით რეკლამის ყველაზე წილი "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე მიმართეს. ამის შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში, რომელიც მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასა და ამ მიმართულებით სამი კვარტლის მონაცემებს აჯამებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ონლაინ მედიაზე ინფორმაციის გავრცელებისა და რეკლამის მიზნით, სულ 1 441 128 ლარი გადანაწილდა.

აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი (341 829) "პალიტრა მედია" ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე (IPN, PalitraTV.ge, Kvirispalitra.ge, Bpn.ge. Ambebi.ge, Allnews.ge) მოდის; შემდეგ ადგილზეა Ipress.ge და მასთან დაკავშირებული სააგენტოები (ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge) – 91 907;




სხვა მედია საშუალებებში კი, რომელთა ჯამური საბიუჯეტო კონტრაქტები 30 000 ლარზე ნაკლებია, ჯამში 281 188 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 34 319 ლარის ღირებულების კონტრაქტებში კონკრეტული საინფორმაციო სააგენტოს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.


Subscribe to our news

Get the main news of the day