საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და გუშინ მთავრობის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება.
გთავაზობთ ასოციაციის განცხადებას უცვლელად:
„ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის
ინიციატივას ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით
ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:
1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების
შესახებ;
2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს
შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;
3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი
იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს
აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;
4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების
და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;
5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო
მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათ რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი კომპანიები:
1.vivus.ge
2. netcredit.ge
3. ccloan.ge
4. crediton.ge
5. moneyman.ge
6. emmascredit.ge
7. masesxe.ge
8. minicredit.ge
9. mozo.ge
10. mon.ge