Home
Category
TV Live Menu

"ონლაინ სესხების რეგულირების კუთხით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ვსწავლობთ""

575fdb2e88c29
BM.GE
14.06.16 14:22
1274
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ონლაინ სესხების რეგულირების მიმართულებით ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მიმდინარეობს. როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკი საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებას ცდილობს.
 
"ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯებიც გადადგმული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. არის სხვადსხვა მოდელი - არის ქვეყნების სადაც ეროვნული ბანკი აკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, არის ქვეყნები სადაც მთავრობა აკეთებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია რომ საუკეთესო პრაქტიკა შევიმუშავოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღესვე კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა.

Subscribe to our news

Get the main news of the day