Home
Category
TV Live Menu

"ონლაინსესხები თუ ვინმეს მოსწონს - აიღებს, თუ ვინმეს არ მოსწონს - არ აიღებს, ყველა შეზღუდვა იწვევს სიღარიბეს"

5847f3cf02d07
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.16 15:35
1647
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, თუ ვინმეს ონლაინსესხები არ მოსწონს, არ აიღებს და ამის გამო მთლიანი ბაზრის რეგულაცია არასწორია. ასე ესმაურება ბიზნემენი მთავრობის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, რომელიც ონლაინსესხების დარეგულირებას გულისხმობს.

"საბაზრო ეკონომიკაში ყველაფერს ადგენს ბაზარი. ონლაინსესხები თუ ვინმეს მოსწონს აიღებს, თუ ვინმეს არ მოსწონს - არ აიღებს. მომატყუესო -  რას ნიშნავს მომატყუეს? ტელევიზორში არის გამოცხადებული ყველაფერი. აქედან გამომდინარე შეიძლება სახელმწიფომ მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელ კომპანიებთან უნდა იყოს ფრთხილად. საერთოდ, ყველა შეზღუდვა იწვევს სიღარიბეს",- აცხადებს ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day