Home
Category
TV Live Menu

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება

57b6a7159587a
BM.GE
19.08.16 10:23
1056
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გეგმას გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ონის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ,,ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობაზე წყალმიმღების მშენებლობისა და საფილტრისადგურის რეაბილიტაციის შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1700-მდე ადგილობრივი მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სტაბილურად იქნება უზრუნველყოფილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 500 ათას ლარზე მეტია, 2017 წლის იანვარში დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day