Home
Category
TV Live Menu

OPEC-ის არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

584d23f4d1d87
BM.GE
11.12.16 14:00
1130
OPEC-ის არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ფასების გასაზრდელად მიღებულ გადაწუვეტილებას 11 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის რუსეთიც. შედეგად ქვეყნები დღე-ღამეში 558,000 ბარელი ნავთობის მოპოვებაზე შეჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ OPEC-მა ნავთობის მოპოვების ზღვრულ ნორმაზე შეთანხმებას გასული თვის ბოლოს მიაღწია. იანვრიდან „კარტელის“ შემადგენელი ქვეყნები მოპოვებას დღეში 1,2 მილიონ ბარელამდე შეამცირებენ.

რუსეთთან ერთად გადაწყვეტილებას შეუერთდა აზერბაიჯანი, ომანი, მექსიკო, მალაიზია, სუდანი, ბაჰრეინი.

OPEC-ის წევრი ქვეყნების მინისტრების მომდევნო შეხვედრა 25 მაისაა ჩანიშნული.

Subscribe to our news

Get the main news of the day