OPEC-ის მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობზე ფასები გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავზე ფასის პროგნოზი 9%-ით გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, იანვარში საწვავის ფასის პროგნოზმა 50,57 დოლარი შეადგინა. ამასთან ერთად, გაძვირდა ნავთობის კომპანიების აქციები, მათ შორის ბრიტანული BP-ისა და ფრანგული Total-ის.
OPEC-ის წევრები დღეში 1,2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნების გადაწყვეტილებას რუსეთიც შეუერთდა, რომელიც ბოლო წლებში ნავთობის მოპოვების რეკორდს ამყარებს. რუსეთმა პირობა დადო, რომ დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს მოპოვებას.