Home
Category
TV Live Menu

OPEC-ის გენმდივანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნები ნავთობის მოპოვების სტაბილიზაციაზე შეთანხმდებიან

57e11a480bf58
BM.GE
20.09.16 15:12
1084
OPEC-ის გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო დარწმუნებულია, რომ ალჟირის საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში გამართული ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეხვედრა შეიძლება ნავთობის მოპოვების სტაბილიზაციის არაოფიციალური შეთანხმებით დასრულდეს.

”მე მჯერა, რომ ამჯერად რეალურად იქნება შეთანხმება მიღწეული. ჩვენ მას ალჟირში არაოფიციალური შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, რომელიც 26 სექტემბრიდან 28 სექტემბერის ფარგლებში გაიმართება“- განაცხადა მოჰამედ ბარკინდომ იტალიურ გაზეთთან La Repubblica ინტერვიუში.
მისი განმარტებით, ნავთობის მარაგების დონის შემცირებაზე ყველა მონაწილე შეთანხმდა, რამდენადაც ახლა მსოფლიოში 3 მილიარდი ბარელი გაუყიდავი ნედლი ნავთობი არსებობს.

OPEC-ის გენერალურმა მდივანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიზიტით ირანში იმყოფებოდა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თეირანის ხელისუფლებამ იგი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობაში დაარწმუნეს.

მოჰამედ ბარკინდომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნავთობის ფასების სტაბილუროიბის შენარჩუნება ძალიან მნიშვმნელოვანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day