Home
Category
TV Live Menu

OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შეზღუდვა 10 თვით გაახანგრძლივეს

5926d434751f0
BM.GE
25.05.17 16:53
714
OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შეზღუდვის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნავთობის მოპოვების შეზღუდვა 10 თვით 2018 წლის მარტამდე გახანგრძლივდეს. ამავე შეზღუდვისთვის მზადაა OPEC-ის წევრი ქვეყნების გარდა კიდევ 10 ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, მათ შორის იყვნენ Bloomberg, Financial Times და Reuters.
როგორც რუსული გამოცემა Ведомости წერს, სწორედ ასეთ შედეგს ელოდნენ ბაზრები, მეტიც, არ იყო გამორიცხული, რომ ნავთობის მოპოვების შეზღუდვა ერთი წლით გაგრძელებულიყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day