ვენაში "ოპეკი +"-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ 9 თვით, 2018 წლის ბოლომდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეთანხმების პირობები უცვლელია: ქვეყნები უცვლელს დატოვებენ ნავთობის მოპოვებას 2-16 წლის ოქტომბრის თვის დონეზე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მოუწევთ ასევე ლიბიასა და ნიგერიას, რომლებიც აქამდე გათავისუფლებულები იყვნენ ამ ვალდებულებისაგან რთული პოლიტიკური ვითარების გამო. მართალია ეს ქვეყნები არ ყოფილან ჩართულები ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულებაში, მაგრამ მათ პირობა დადეს, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას შეთანხმების მოქმედების ბოლომდე.
მართალია შეხვედრაზე მონაწილეობა რამოდენიმე სხვა ქვეყანამაც მიიღო (ეგვიპტე, თურქმენეთი, რიგი აფრიკული სახელმწიფო), რომელთა წარმომადგენლებმაც თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს შეთანხმების მონაწილეებისადმი, მაგრამ მათი გარიგებისადმი იურიდიული მიერთების საკითხი არ განხილულა.