მსოფლიოს ნავთომომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანების ორგანიზაცია ოპეკის წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის იანვარში ნავთობის მოპოვება დღეში 840 000 ბარელამდე შეამცირეს, - კვლევების შედეგებზე დაყრდნობით წერს Bloomberg.
როგორც Astenbeck Capital Management დამფუძნებელი ენდრიუ ჰოლი აღნიშნავს, ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირებამ, შესაძლოა ნავთობის რეზერვების დღე-ღამეში 2 მილიონ ბარელამდე შემცირება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 30 ნოემბერს ვენაში გამართულ ოპეკის სამიტზე, კარტელის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ქვეყნების კვოტაც გამოვლინდა.