Home
Category
TV Live Menu

OPIC-მა საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო

58ff1eade4ace
BM.GE
25.04.17 13:54
776
"ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე“, - განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC), რომლის თანადგომითა და უშუალო მხარდაჭერით საქართველოში ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day