მსოფლიოში ოქროს ფასი მცირდება. დღეისათვის ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 1 724 დოლარი ღირს, რაც მარტთან შედარებით დაახლოებით 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ოქრო გაიაფდა საქართველოშიც, ოქროს ბირჟებზე აცხადებენ, რომ კლება 35-40ლარია, რაც საერთაშორისო დონეზე კლების მაჩვენებელს აღემატება. რის ხარჯზე მცირდება ფასი ადგილობრივ ბაზარზე?