Home
Category
TV Live Menu

ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი "თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა

5728c895aceed
BM.GE
03.05.16 19:48
1491
ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა. როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუქციონში მონაწილეობა თანაინვესტირების ფონდის შუამავალმა კომპანიამ მიიღო.
 
აუქციონის პირობების თანახმად, გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. 

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day