Home
Category
TV Live Menu

ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი - შემცირდა

583ec21a4641c
BM.GE
30.11.16 16:07
965
2016 წლის ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 103.8 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.96 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 6.8 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ამ კატეგორიის კრედიტების 56.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 40.7 პროცენტს შეადგენს ფიზიკური პირების სესხები უცხოური ვალუტით. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.

Subscribe to our news

Get the main news of the day