Home
Category
TV Live Menu

ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი მიწა გადაეცემა

5a8d4e0f25194
BM.GE
21.02.18 14:45
1008
ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 2 000 ჰექტარი სათიბ-საძოვარი მიწა 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წინა სხდომაზე ჩვენ რამდენიმე კოოპერატივს უკვე გადავეცით სათიბ-საძოვრები, დღეს კიდევ გამოგვაქვს ეს საკითხი. ჯამში ეს არის განკუთვნილი 134 ადგილობრივ მოსახლეზე, რომელთაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ. გადავცემთ 2 000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს 25 წლიანი იჯარით. ეს არის ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროგრამა მათ შორის ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის ტრაქტორების გადაცემას თანადაფინანსებით. ეს ტრაქტორები აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასალის ტრანსპორტირების საშუალებებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day