ორგანიზაცია "ავტოსტოპერები" გაზაფხულზე რაჭაში სასტუმროს ხსნის, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ დავითულიანმა განუცხადა.
“ეს იქნება ჰოსტელი, სადაც შეეძლება ყველა ასაკის მომხმარებელს ჩამოსვლა, ადგილზე მოწყობილი იქნება ლაშქრობის მოყვარულთათვის ე.წ. ქემფინგ ზონა“, - აცხადებს დავითულიანი. მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში 30000 ლრის ინვესტიციაა ჩადებული.
ორგანიზაცია „ავტოსტოპერები“ უკვე 4 წელია ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობას სთავაზობს.