ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ ვებ-გვერდი შექმნა, სადაც ადამიანს სიცოცხლეშივე შეუძლია დარეგისტრირდეს და დააფიქსიროს მოსაზრება, სურს თუ არა გარდაცვალების შემდეგ გახდეს ორგანოების დონორი.
დღეს საქართველოში მხოლოდ ცოცხალი დონაცია ხორციელდება და გვამური დონაციის მიმართულება განვითარებული არ არის. მოუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა გვამურ დონორობას არ კრძალავს, საზოგადოებისთვის რთული მისაღებია გადაწყვეტილება, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოები გადასანერგად იქნას გამოყენებული.
როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" საუბარში "ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის" ხელმძღვანელი გია თომაძე ამბობს, საიტზე transplantation.ge-ზე რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე დარეგისტრირდა.
"არსებობს რეგისტრაციის ორი გზა. ერთი-ონლაინ დარეგისტრირდეთ ან ფიზიკურად გამოცხადდეთ ასოციაციაში. დონორობის სურვილის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ დონორის ბარათი, რაც მოწმობს იმას, რომ გარდაცვალების შემთხვევაში თქვენი ორგანო შეიძლება გამოყენებულ იყოს გადასანერგათ. რამდენიმე ასეული დონორი უკვე გვყავს, თუმცა საბედიეროდ, ჯერჯერობით არავინ გარდაცვლილა", - აცხადებს გია თომაძე.
რაც შეეხება ცოცხალ დონორობას, "ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონში’’შესული ცვლილებებით, თუ აქამდე დონორი მხოლოდ გენეტიკური ნათესავი შეიძლებოდა ყოფილიყო, კანონში შესული ცვლილებებით, დონორების წრე გაფართოვდა და ცოცხალი დონორი შესაძლებელია ემოციურად ახლობელი ადამიანიც გახდეს.