ფიანნსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი მოგების გადასახადის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
"საქართველოსა და ესტონეთში მოგების გადასახადში ორი ძირითადი განსხვავება გვხვდებოდა აქამდე: სესხების დაბეგვრა და იურიდიულ პირებს შორის დივიდენდის განაწილების დაბეგვრა. ორივე ამ მიმართულებით ესტონეთმა გადაწყვიტა რომ 17 წლიანი პრაქტიკის შემდეგ შეეცვალა მიდგომა და უკვე ინიცირებულია ცვლილებები რომლითაც ესტონური მოგების გადასახადის სისტემა ამჯერად ქართულს მიუახლოვდება.
კერძოდ 1) სესხები დაიბეგრება დროებითი მექანიზმით - როგორც ეს საქართველოში ხდება; 2) იურიდიულ პირებზე რეგულარული დივიდენდის განაწილება 20%-იანი განაკვეთის ნაცვლად 14%-იანი მოგების გადასახადით დაიბეგრება, ხოლო როდესაც შემდეგ ფიზიკურ პირზე მოხდება განაწილება დამატებით 7%-ით დაიბეგრება - საქართველოს შემთხვევაში იურიდიულ პირებს შორის განაწილება საერთოდ არ იბეგრება და მხოლოდ ბიზნესიდან თანხის გატანის დროს იბეგრება (ფიზკური პირზე/არარეზიდენტზე), რაც ერთი საწარმოს მიერ მიღებული მოგების ინვესტირების საშუალებას იძლევა მეორე საწარმოში მოგების გადასახადით დაბეგვრის გარეშე.
პ.ს. დღეის მდგომარეობით ორი ქვეყანაა აქტიურად დაინტერესებული მოგების გადასახადის ახალი მოდელის დანერგვით და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარებით: ლატვია და უკრაინა. დიდი მოლოდინია რომ ლატვია იქნება მესამე ქვეყანა რომელიც მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადავა“, - წერს ხუციშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში.