Home
Category
TV Live Menu

ორთაჭალის ავტოსადგურთან მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

59d2395c903a2
სალომე მეცხვარიშვილი
04.10.17 13:00
886
ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია "როიალ ბილდინგი" ახორციელებს.

კომპანიის ხელმძღვანელი ვანო ლომიძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ადგილზე სასტუმრო, კაზინო და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი განთავსდება. პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ლომიძის ინფორმაციით, ფუნდამენტი უკვე ამოყვანილია. მრავალფუნქციური კომპლექსის გახსნას "როიალ ბილდინგი" 2020 წელს საზეიმოდ აპირებს.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროექტის ღირებულება 67 მილიონი დოლარია და ინვესტიციებს მასთან ერთად უცხოური კომპანიაც ახორციელებს, რომელიც ქართველების მფლობელობაშია.

"როიალ ბილდინგი" ასევე ახორციელებს 200- მილიონი ლარის ღირებულების სასტუმროს პროექტს ქობულეთში.





Subscribe to our news

Get the main news of the day