"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი საქართველოში კადრების კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობს. ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით დგას ტურიზმის სფეროში. მისივე თქმით, საკითხზე კომუნიკაცია მათ მთავრობასთან აქვთ.
"ვფიქრობ, რომ მთავრობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ინვესტორს და ერთობლივად გადაიჭრას პრობლემა. ეს პრობლემა თავისთავად დგას მაგრამ არ ვფიქრობ რომ ის არ მოგვარდება", - ამბობს ოსმა ჩალიშქანი-მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ კადრების კვალიფიკაციის პრობლემაზე პარასკევს საკუთარ წლიური გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, უცხოელ ინვესტორს საკუთარი კადრები მხოლოდ იმიტომ ჩამოჰყავს, რომ საქართველოში სათანადო კვალიფიკაციის მუშახელს ვერ პოულობს.
"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციაში“ განმარტავენ, რომ მაგალითად ტექსტილის სფეროში კადრების გადამზადება საქართველოში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მაგალითად, ფოთში ტექსტილის საწარმოს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და ადგილზე 3000 ადამიანის დასაქმდება, ტრენინგები კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოტენციალსაც ხედავს.
„სამედიცინო ტურიზმის კუთხით გვინდა საქართველო დაწინაურდეს, ახალი საავადმყოფოები აშენდეს და ჩვენი მოქალაქეები სამკურნალოდ სხვა მეზობელ ქვეანაში არ წავიდნენ, თანხა კი საქართველოში დახარჯონ. კონკურენციის დაძლევას დრო სჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება სამედიცინო ტურიზმი უნდა იყოს“, - ამბობს ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე.