სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შპს მექანიზატორის პრივატიზებას წლის ბოლომდე აანონსებს.
მინისტრის თქმით, მათ უკვე აქვთ ანალიზი,რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია კერძო სექტორში უნდა გადავიდეს.
"მექანიზატორი შეიძლება ერთიანად ან ნაწილობრივ გაიყიდოს. განვიხილავთ როგორც გასხვისების, ისე პარტნიორობის მოდელს. დღეს მექანიზატორის ყველა სერვისცენტრი მომგებიანი არ არის. მისი გასხვისების ინიცირებას წლის ბოლომდე ვგეგმავთ", - აცხადებს ოთარ დანელია.
ამ დროისთვის მექანიზატორის სულ 13 სერვისცენტრი მოქმედებს. ორგანიზაციის საინვესტიციო ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.