Home
Category
TV Live Menu

ოთარ დანელია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას გეგმავს

58330a6f49d2e
დავით ჯალაღონია
21.11.16 18:51
1155
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ დანელიამ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს კომიტეტის პირველ სხდომაზე განუცხადა.

ოთარ დანელიას განმარტებით, საბჭო კომიტეტთან იმუშავებს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის პროცესში ჩაერთვება.

გარდა ამისა, დანელიამ დეპუტატებს მიმართულებების მიხედვით დაჯგუფება და შრომის განაწილება შესთავაზა.

"მეტი აქტიურობისთვის კარგი იქნება, თუ სფეროების მიხედვით იქნება გათვალისწინებული წევრთა აქტიურობა მათი ინტერესების, მიდგომებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. სოფლის მეურნეობა საკმაოდ ვრცელი სფეროა - აქ არის როგორც სურსათის უვნებლობა, მელიორაცია, მექანიზაცია, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, პროექტების მართვა და ა.შ. არ შეიძლება, ეფექტურები ვიყოთ ყველაფერში. ვფიქრობთ, რომ სფეროების მიხედვით გადანაწილებული ჩართულობა უფრო პროაქტიული იქნება", - განმარტა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კანონმდებლებმა გელა სამხარაულის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, მოადგილეებად კი ირაკლი შიოლაშვილი და ლაშა დამენია დაამტკიცეს. აქედან დამენია საპარლამენტო უმრავლესობას - "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, სამხარაული და შიოლაშვილი კი ფრაქცია "ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day