Home
Category
TV Live Menu

ოთარ დანელია: სავალდებულო აგროდაზღვევის მოდელი 2017 წლიდან ამოქმედდება

57cd717a8b858
ელენე გოგბერაშვილი
05.09.16 17:17
1063
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საყოველთაო აგროდაზღვევის მოდელზე რამდენიე თვეა მუშაობს. ოთარ დანელია "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ სავალდებულო აგროდაზღვევის მოდელზე გუნდი მუშაობას აგრძელებს და ის საკმაოდ საინტერესო სახეს იღებს.

"ამას დაანონსებს გუნდი მას შემდეგ, რაც მე გადავდგები და რაც დასრულდება არჩევნები. წინასაარჩევოდ ამის დაანონსება არ არის სწორი. ეს სამომავლო პროგრამაა, რაც 2017 წლიდან ამოქმედდება", - აცხადებს ოთარ დანელია.

მინისტრმა საყოველთაო აგროდაზღვევის მოდელის შესახებ დაახლოებით ორი თვის წინ ისაუბრა. როგორც ოთარ დანელიამ განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის ტრადიცია და მთავრობას სურს ქონდეს მარტივი დაზღვევის კომპონენტი.

"გვინდა შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ვხედავთ, რომ 80%-იანი თანადაფინანსების მუხედავად, აგროდაზღვევის ტრადიცია მაინც ვერ დაინერგა. გვინდა გვქონდეს მარტივი დაზღვევის კომპონენტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, გარდა საყოველთო აგრო-დაზღვევის პროექტისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბევრ ახალ პროგრამაზეც მუშაობს, რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის და რომლის დაანონსებაც არჩევნების შემდეგ მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day