საერთაშორისო ორგნიზაციის Oxfam International ხელმძღვანელის განცხადებით, რომელიც მან Davos live-ის ეთერში გააკეთა, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებით ისე იქცევა, როგორც "მელია საქათმეში".
"მე საფრთხეს ვხედავ, რომ ტრამპი, როგორც საქათმეში შეპარული მელა ისე მოიქცევა. მან ჩვეულებრივი ადამიანების სუსტი წერტილები შეისწავლა და საარჩევნო კამპანიის დროს მათ ლამაზი დაპირებები მისცა, სინამდვილეში კი ირგვლივ მილიარდერების გუნდი შემოიკრიბა. ჩვენ ყველა ნიშანს ვხედავთ იმისა, რომ იგი არასწორი მიმართულებით მიდის", - აღნიშნა Oxfam International-ის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ეკონომიკური უთანასწორობა პოლიტიკის პარალიზებას იწვევს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია მთავრობებს მეტად „ჰუმანური ეკონომიკისკენ“ მოუწოდებს და ამ მიზნით 4 წელია ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ღარიბებსა და მდიდრებს შორის სხვაობას აჩვენებს.