Home
Category
TV Live Menu

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის საწარმო ფართოვდება - ქართულ ბაზარზე HACCP-ის სტანდარტის ჩაი გამოვა

58942f0824e97
BM.GE
03.02.17 11:16
992
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს „ლუკა 2010“-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში მდებარე 290 533 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კომპანია უზრუნველყოფს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ექსპლუატაციაში მიღებასა და აღჭურვას. უახლოეს მომავალში, ქართულ ბაზარზე, სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) შესაბამისი ჩაი გამოვა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „ლუკა 2010“–ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა 1 453 ლარს შეადგენს.

ამასთან, გაცნობებთ, რომ 2016 წელს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა შპს „ლუკა 2010“-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 79 980 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იჯარით გადაეცა, სადაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day