Home
Category
TV Live Menu

ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოში $10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

57b48a5f5929c
BM.GE
17.08.16 20:00
924
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ბენტონიტური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს, დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ბიზნესმენ გოჩა ჩახიაძესთან ერთად გაეცნო.

შპს „ასკანგელ ალიანსი“ წლიურად არანაკლებ 100 000 ტონა ბენტონიტური თიხის გადამუშავებას უზრუნველყოფს, რისთვისაც 10 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"ბენტონიტური საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი დონის ინდუსტრიული საწარმო გურიაში ჯერ არ აშენებულა. ეს გახლავთ რეგიონში პირველი საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებს და პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ჩხაიძეს ასეთი კარგი საქმის წამოწყებისთვის და კომპანიას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day