Home
Category
TV Live Menu

ოზურგეთში დამზადებული ჩაი ექსპორტზე გავა

57974b7c79193
BM.GE
26.07.16 15:33
1039
ჩაის გადამამუშავებელი კომპანია "Natura Tea Company", რომელიც 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მოცემული ეტაპისთვის ნაწარმის ექსპორტითაა დაინტერესებული.

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს, ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე და ხუთი სახეობის: ყვითელ, თეთრს, მწვანე, შავ და წითელ ჩაის აწარმოებს.

ამასთანავე, კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქციის, შავი და მწვანე იოდირებული ჩაის სახეობების წარმოება, რომლებიც გამოირჩევა ჩიყვით დაავადებულთა და ამ დაავადებით მიდრეკილების მქონე ადამიანებისათვის პრევენციულ-პროფილაქტიკური თვისებებით.

დაკავშირებითაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სააგენტოს მხრიდან დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტირების მიმართულებით ქართული ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანის მხარდაჭერა.

კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში დაარსდა, რომელსაც ამჟამად 50 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day