Home
Category
TV Live Menu

პაატა ლომაძე: დაზღვევა მაშინ მუშაობს როდესაც მიზნობრივი სეგმენტი სრულად არის ათვისებული

5a951271e22a4
მეგი კავთუაშვილი
27.02.18 12:07
947
"ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2018-2019 წლების გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევას ასახელებს. კომპანიის დირექტორის პაატა ლომაძის განცხადებით, მასობრივი თავშეყრის ობიექტების სავალდებულო დაზღვევა იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ კომპანიების დიდი ნაწილი დაეზღვევა.

"ამ სისტემის მთავარი გამოწვევა ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა. დაზღვევა მაშინ მუშაობს როცა მიზნობრივი სეგმენტი სრულად არის ათვისებული. პრაქტიკულად ყველა ბაზრობა და ყველა მოვაჭრე უნდა იყოს დაზღვეული, იმისთვის რომ შეიქმნას მინიმალური პაკეტი, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი გადამზღვევი კომპანიებისთვის იმისთვის რომ მოხდეს ამის გაგრძელება. ეს არ არის ერთ-წლიანი პროგრამა, ეს მრავალწლიანი პროგრამაა და შესაბამისად, თუ დავინახეთ, რომ მხოლოდ 30-40% დაეზღვა და ამის ადმინისტრირების მექანიზმები ჯერ-ჯერობით კარგად არ არის დამუშავებული, მაშინ აღმოჩნება, რომ დაზღვეული იქნება 40%, შემოსავალი იქნება X თანხა და ზარალი რომ მოხდება ანაზღაურებული იქნება - ჯერ X თანხა ან 10-ჯერ X თანხა. ბუნებრვია ეს პროგრამა დაიკეტება.“ - განაცხადა პაატა ლომაძემ „საქმიან დილაში“.

Subscribe to our news

Get the main news of the day